სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ოტოსკლეროზი (otosclerosis) – ლაბირინთის ძვლოვანი კაფსულის უცნობი ეტიოლოგიის კეროვანი დაზიანება. სმენის პროგრესირებადი დაზიანება წარმოადგენს ოტოსკლეროზული კერით უზანგის ფეხქვეშა ფირფიტის ოვალურ სარკმელში ფიქსაციის შედეგს. ზოგჯერ ძვლის პათოლოგიური ზრდა ვრცელდება ლოკოკინას არხზე. დაავადება წარმოიქმნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის შედგომ უახლოეს წლებში. ზოგჯერ გვხვდება ბავშვთა ასაკში (8 -10 წლის ასაკი). ქალები ავადდებიან შედარებით უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. პროგრესირებადი სიყრუე (ჩვეულებრივ ორივე ყურის), რომელიც ხშირად ვითარდება ხილული მიზეზის გარეშე, ხმაური ყურებში. ძალიან ხშირად ყურებში ხმაური წარმოადგენს ავადმყოფთა ძირითად ჩივილს, ამასთან ხმაურიან გარემოში ავადმყოფს უკეთ ესმის; დაავადება, როგორც წესი, ვითარდება ნელა. ორსულობა და მშობიარობა აჩქარებენ პროცესის მიმდინარეობას. ოტოსკოპიით ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, კლინიკური და აუდიომეტრული მონაცემების საფუძველზე. ოტოსკლეროზის ტიპიური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით. კოქლეარული ფორმა ხასიათდება პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის ჩართვით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი კოქლეარულ ნევრიტთან.
მკურნალობა ქირურგიულია (სტაპედოპლასტიკა)

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1167 times by 550 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka