მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები, ლანგერჰანსის კუნძულებიდან – ხშირად წარმოდგენლია ადენომის სახით (შემთხვევათა 90%). სიმსივნის დახასიაათება, როგორც ავთვისებიანის, ეფუძნება არა მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემებს, არამედ მეტასტაზების წარმოქმნის ფაქტებს;  მეტასტაზები ხშირად ლოკალიზდება ღვიძლში, ზოგჯერ ფილტვებში, ძვლებში, თავის ტვინში. კუნძულებიდან განვითარებული სიმსივნეების 20% ხასიათდება ენდოკრინული სეკრეციით, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დაავადების კლინიკურ სურათს. სიმსივნის ზომები ხშირად 2 სმ-ზე ნაკლებია, ამასთან ენდოკრინული სეკრეციის დონე სიმსივნის ზომაზე დამოკიდებული არ არის. ამგვარად, შესაძლებელია სეკრეტირებადი ადენომების ადრეული დიაგნოსტირება. კუნძულების სიმსივნეებს გააჩნიათ სხვადასხვა კლინიკური თავისებურება, სიმსივნის უჯრედულ წყაროზე დამოკიდებულებით. მაგალითად, сс-უჯრედების სიმსივნე გამოყოფს გლუკაგონს და იწვევს ჰიპერგლიკემიასა და დერმატიტს. (- უჯრედების სიმსივნე (ინსულომა) გამოყოფს ინსულინს და იწვევს მძიმე ჰიპოგლიკემიურ კრიზებს. სხვა შემთხვევებში გამოიყოფა გასტრინი და ვითარდება ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (კუჭის ჰიპერსეკრეცია, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის წყლულები). სიმსივნეები, რომლებიც გამოიყოფენ სეროტონინს (კარცინოიდი), იწვევენ კარცინოიდულ სინდრომს. სიმსივნის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყოფას იწვევს კუშინგის სინდრომი. პანკრეასის კუნძულების სიმსივნეების კლინიკური მიმდინარეობა ნელია.
მკურნალობა ქირურგიულია (კუჭქვეშა ჯირკვლის რეზექცია); თუმცა მეტასტაზების არსებობისას ოპერაცია ნაკლებეფექტურია. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები იძლევიან კარგ სიმპტომატურ ეფექტს შემთხვევათა 30%-ში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 405 times by 243 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri