მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

საყლაპავის კიბო (esophageal carcinoma) ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება 55 წლის ასაკში და ზევით, მამაკაცებში 3-ჯერ ხშირია ვიდრე ქალებში. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა ბრტყელ-უჯრედოვანი კიბო. ავთვისებიან სიმსივნეს წინ უძღვის ქრონიკული ეზოფაგიტები, პეპტიკური წყლულები, ქიმიური და თერმული დამწვრობები. ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ძალიან ცხელი საკვების სისტემატურ მიღებას, საყლაპავის მიკროდამწვრობებსა და მიკროტრავმებს, აფლატოქსინების, ნიტროზამინების, ალკოჰოლის, ვიტამინების А და С უკმარისობას.
საყლაპავის კიბო შესაძლებელია იყოს წყლულოვანი, მეჭეჭისებრ-პაპილომატოზური და ინფილტრირებადი. ყველაზე უფრო ხშირად სიმსივნე ლოკალიზდება საყლაპავის შუა მესამედში (60%), შემდეგ ქვედა მესამედში (30%), და იშვიათად კისრის ნაწილში.
სიმპტომები: დისფაგია (თავდაპირველად აღინიშნება მაგარი საკვების ყლაპვის გაძნელება, შემდეგ კი ნახევრადთხევადი და თხევადი საკვების; დისფაგია პროგრესირებს განუხრელად), ტკივილი (ასევე ყლაპვისას), ნერწყვგამოყოფა (ხშირად კიბოს კისრის ზედა და გულმკერდზედა ლოკალიზაციის დროს), სიგამხდრე და გაუწყლოვნება. რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევები საშუალებას იძლევა დავადგინოთ საყლაპავის შევიწროების ხარისხი, განვსაზღვროთ სიმსივნის ზომები, წყლულის არსებობა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ბიოფსიის შემდეგ. ავადმყოფები იღუპებიან როგორც გართულებების გამო, რომლებიც უკავშირდება პირველად სიმსივნეს (პერფორცია, რაც იწვევს მედიასტინიტს, გამოფიტვა), ასევე დაცილებული მეტასტაზებს (ლიმფური კვანძები, ფილტვები, ღვიძლი).
მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული ან კომბინირებული (სხივური თერაპია ოპერაციასთან შერწყმით). შესაძლოა ჩატარდეს გასტროსტომის ტიპის პალიატიური ოპერაციები. მკურნალობის სხივური მეთოდი, როგორც ერთადერთი, ასევე შესაძლებელია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 929 times by 531 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri