ლალი დათეშიძე
დაავადების კლინიკური სიმპტომები არასპეფიკურია: გულისრევა, ღებინება, ბოყინი, დისფაგია, საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, ანემია და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა აღნიშნული სიმპტომების გაჩენა ადრე ჯანმრთელ პირებში. დიაგნოზის დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გასტროსკოპიასა და კუჭის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კუჭის კიბო ლოკალიზდება ზედა მესამედში (კუჭის კარდიის ნაწილი და ძირი), შუა მესამედში (კუჭის სხეული) და ქვედა მესამედში (კუჭის პილორუსის ნაწილი). კუჭის მეტასტაზები ხშირად აზიანებენ რეგიონალურ ლიმფურ კვანძებს, ღვიძლს. შესაძლოა მეტასტაზირება მუცელში (ასციტის განვითარებით), საკვერცხეებში (კრუკენბერგის მეტასტაზები), მცირე მენჯის ცხიმოვან ქსოვილში (შნიცლერის მეტასტაზები), იშვიათად ფილტვებში, ძვლებსა და სხვ.
განასხვავებენ დაავადების 4 სტადიას: I სტადია სიმსივნის დიამეტრი არაუმეტეს 2 სმ-ია, აღინიშნება მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზრდა, ვიზუალურად ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ ვლინდება; II სტადია – სიმსივნის დიამეტრია 4-5 სმ, აღინიშნება ლორწოვანისა და კუნთოვანი შრეების ზრდა, შესაძლოა აღინიშნებოდეს რეგიონალური მეტასტაზები; III სტადია – სიმსივნე დიდი ზომისაა, ზრდა აღინიშნება ლორწოვანი გარსში, მეზობელ ორგანოებში; აღინიშნება დაშორებული მეტასტაზები. ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე, როგორც წესი, კლასიფიცირდება TNM სისტემით.
მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, რომელსაც მიმართავენ დაავადების ლოკალიზებული ფორმების დროს. იყენებენ აგრეთვე კუჭის პროქსიმალურ რეზექციას, გასტროექტომიას, სუბტოტალურ რეზექციას, ზოგიერთი გარემოებების დროს – კუჭის 2/3-ის რეზექციას, კომბინირებულ რეზექციას. კლინიკური სიმპტომების შემცირება მიიღწევა პალიატური ოპერაციების დროს (გასტროენტეროანასტომოზი, ეზოფაგო-გასტროანასტომოზი, გასტროსტომია). კლინიკური გაუმჯობესება არაოპერაბელური სიმსივნისა და მეტასტაზების დროს ავადმყოფთა დაახლოებით 20-40%-ში მიიღწევა ქიმიოთერაპიის გამოყენებით.
დროული დიაგნოზი უზრუნველყოფს კეთილსაიმედო პროგნოზს.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 2658 times by 1328 viewers



