კუჭის კიბო
კუჭის კიბოს კლინიკური სიმპტომები არასპეფიკურია: გულისრევა, ღებინება, ბოყინი, დისფაგია, საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, ანემია და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა აღნიშნული სიმპტომების გაჩენა ადრე ჯანმრთელ პირებში. დიაგნოზის დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გასტროსკოპიასა და კუჭის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
კუჭის კიბო ლოკალიზდება ზედა მესამედში (კუჭის კარდიის ნაწილი და ძირი), შუა მესამედში (კუჭის სხეული) და ქვედა მესამედში (კუჭის პილორუსის ნაწილი). კუჭის მეტასტაზები ხშირად აზიანებენ რეგიონალურ ლიმფურ კვანძებს, ღვიძლს. შესაძლოა მეტასტაზირება მუცელში (ასციტის განვითარებით), საკვერცხეებში (კრუკენბერგის მეტასტაზები), მცირე მენჯის ცხიმოვან ქსოვილში (შნიცლერის მეტასტაზები), იშვიათად ფილტვებში, ძვლებსა და სხვ. განასხვავებენ დაავადების 4 სტადიას: I სტადია სიმსივნის დიამეტრი არაუმეტეს 2 სმ-ია, აღინიშნება მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზრდა, ვიზუალურად ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ ვლინდება; II სტადია – სიმსივნის დიამეტრია 4-5 სმ, აღინიშნება ლორწოვანისა და კუნთოვანი შრეების ზრდა, შესაძლოა აღინიშნებოდეს რეგიონალური მეტასტაზები; III სტადია – სიმსივნე დიდი ზომისაა, ზრდა აღინიშნება ლორწოვანი გარსში, მეზობელ ორგანოებში; აღინიშნება დაშორებული მეტასტაზები. ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე, როგორც წესი, კლასიფიცირდება TNM სისტემით.
კუჭის კიბოს მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, რომელსაც მიმართავენ დაავადების ლოკალიზებული ფორმების დროს. იყენებენ აგრეთვე კუჭის პროქსიმალურ რეზექციას, გასტროექტომიას, სუბტოტალურ რეზექციას, ზოგიერთი გარემოებების დროს – კუჭის 2/3-ის რეზექციას, კომბინირებულ რეზექციას. კლინიკური სიმპტომების შემცირება მიიღწევა პალიატური ოპერაციების დროს (გასტროენტეროანასტომოზი, ეზოფაგო-გასტროანასტომოზი, გასტროსტომია). კლინიკური გაუმჯობესება არაოპერაბელური სიმსივნისა და მეტასტაზების დროს ავადმყოფთა დაახლოებით 20-40%-ში მიიღწევა ქიმიოთერაპიის გამოყენებით. დროული დიაგნოზი უზრუნველყოფს კეთილსაიმედო პროგნოზს.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კუჭის კიბო – დროული დიაგნოზი უზრუნველყოფს კეთილსაიმედო პროგნოზს. დაავადების კლინიკური სიმპტომები არასპეციფიურია: გულისრევა, ღებინება, ბოყინი, დისფაგია, საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, ანემია და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა აღნიშნული სიპტომების გაჩენა ადრე ჯანმრთელ პირებში და მათი ცვლილებები ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს. დიაგნოზის დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გასტროსკოპიას, და კუჭის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კუჭის კიბო ლოკალიზდება ზედა მესამედში (კუჭის კარდიალური ნაწილი და ფსკერი), შუა მესამედში (კუჭის სხეული) და ქვედა მესამედში (კუჭის პილორული ნაწილი). კუჭის მეტასტაზები ხშირად აზიანებს რეგიონალურ ლიმფურ კვანძებს, ღვიძლს. შესაძლოა მეტასტაზირება მუცელში (ასციტის განვითარებით), საკვერცხეებში (კრუკენბერგის მეტასტაზები), მცირე მენჯის ცხიმოვან უჯრედისში (შნიცლერის მეტასტაზები), იშვიათად ფილტვებში, ძვლებში და სხვ. განასხვავებენ დაავადების 4 სტადიას: I – სტადია სიმსივნის დიამეტრი არაუმეტეს 2 სმ – ია, აღინიშნება მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზრდა, ვიზუალურად ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ ვლინდება; II სტადია – სიმსივნის დიამეტრია 4 – 5 სმ, აღინიშნება ლორწოვანის და კუნთოვანი შრეების ზრდა, შესაძლოა აღინიშნებოდეს რეგიონალური მეტასტაზები; III სტადია – სიმსივნე დიდი ზომისაა, ზრდა აღინიშნება ლორწოვანი გარსში, მეზობელ ორგანოებში; აღინიშნება დაშორებული მეტასტაზები.