ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – ქრონიკული ანთების კერა პირის ღრუში; იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას.

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული ჯიბეები და სხვ. ქრონიკული კერა ხშირად განაპირობებს რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, ნეფრიტის, ირიდოციკლიტის და სხვა ინფექციურ – ალერგიული დაავადებების განვითარებას.

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – მკურნალობა. ჩვეულებრივ მიმართავენ კბილის ექსტრაქციას, პათოლოგიური ჯიბის ქირურგიულ დამუშავებას.

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – პროფილაქტიკა – პირის ღრუს სანაცია და მასში ქრონიკული კერების დროული ლიკვიდაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები