ქსეროსტომია
ქსეროსტომია (xerostomia) – პირის ღრუს სიმშრალე. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უკავშირდება ნერწყვის გამოყოფის დათრგუნვას. აღინიშნება ასევე შეგრენის სინდრომის, სხივური დაავადების, დიაბეტის დროს.
ქსეროსტომია – სიმპტომები: სიმშრალე პირის ღრუში, ენის პარესთეზია. ლორწოვანი გარსი მშრალი და მკვეთრი წითელი ფერისაა; ნერწყვი გასქელებული, აქაფებულია. დაავადება შესაძლოა გართულდეს ლორწოვანი გარსის დაზიანებით. მკურნალობა სიმპტომატურია. განკურნება ნაკლებსავარაუდოა.
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.