კბილების მწკრივის დეფექტები
კბილების მწკრივის დეფექტები – კბილთა რკალის მთლიანობის დარღვევა ერთი ან რამდენიმე კბილის არარსებობით. წარმოიქმნება კბილების დაკარგვით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია გართულებული კარიესით, პაროდონტის დაავადებებით, ტრავმით. შესაძლებელია თანდაყოლილი ადონტია ან ცალკეული კბილის ამოჭრის შეფერხება.
კბილების მწკრივის დეფექტები – სიმპტომები. ღეჭვის ფუნქციის დარღვევა; კბილთა მწვრივის ერთი ნაწილი ზედმეტად გადატვირთულია, მეორე კი არ ფუნქციონირებს, ხდება კბილების გადანაცვლება და ოკლუზიური ზედაპირის დეფორმაცია. ყოველივე ამან შესაძლებელია გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა, კოსმეტიკური დეფექტი. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დეფექტის ლოკალიზაციაზე და გავრცელებაზე, ასევე თანკბილვის სახეზე, კბილებისა და პაროდონტის მდგომარეობაზე, კბილების დაკარგვის მიზეზებზე, მათი დაკარგვის ვადებზე და ავადმყოფის ასაკზე.
კბილების მწკრივის დეფექტები – მკურნალობა. დეფექტების პროთეზებით ჩანაცვლება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები