სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

მელანომა (melanoma) – ვითარდება მელანოციტებიდან. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება კანში (90%), იშვიათად კონიუნქტივაში, თვალის ქორიოიდულ გარსში, ცხვირის, პირის ღრუს, საშოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. კანის მელანომა ვლინდება ხშირად 30-50 წლის ასაკში. რისკის ფაქტორებია: ულტრაიისფერი რადიაციის მნიშვნელოვანი დოზები, ნევუსების ტრავმები, ოჯახური წინასწარგანწყობა მელანომებისადმი, პიგმენტური ქსეროდერმა, დიუბრეის მელანოზი. შემთხვევათა 50-70%-ში კანის მელანომა ვითარდება პიგმენტური ნევუსიდან. განსაკუთრებით საშიშია ეპიდერმული ნევუსი. ხშირად იგი ვითარდება სათესლე პარკის კანზე, ხელისგულზე, ფეხისგულზე; წარმოადგენს 1 სმ-მდე დიამეტრის  ბრტყელ ლაქას ან პიგმენტირებულ კვანძს, რომელიც არ სცილდება კანის  ზედაპირს. იშვიათად მელანომა ვითარდება შიგადერმული, ცისფერი ნევუსებიდან. დიდ ნევუსებში ხშირია შემოფარგლული ნევუსის ჩანართები. ნევუსი, რომელიც წინ უძღვის მელანომას, შემთხვევათა 1/3-ში,  ვითარდება მოზრდილ ასაკში, და შემთხვევათა 1/3 არის თანდაყოლილი.
მელანომის დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული დაავადების პროგნოზი. ნევუსის ნებისმიერი ცვლილება – მისი ზრდა, ფერის ცვლილება, დაწყლულება, სისხლდენა – მოითხოვს დაუყონებლივ ქირურგიულ ჩარევას. ანალოგიური ტაქტიკა რეკომენდებულია ნორმალურ კანზე ახალად ზრდადი, პიგმენტური ლაქების გაჩენის დროს. კანის მელანომა ხშირად წარმოიქმნება თავის, კისრის, კიდურების კანზე.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ აფასებენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ პროგნოზზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის სხვადასხვა შრეების ინვაზიის ხარისხი, რაც კორელაციაშია  მეტასტაზების განვითარებასთან. ინვაზიის I (in situ), II (დვრილისებრი შრის ჩართვა) და ნაწილობრივ III დონეები (რეტიკულურ შრემდე გაღწევით) ახასიათებს დაავადების ადრეულ დიაგნოზს. მეოთხე (რეტიკულურ შრეში გაღწევა) და მეხუთე ხარისხი (კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში) ადასტურებს გვიან დიაგნოზს. ინვაზიის ადრეული სტადიების დროს სიცოცოხლის 5 წლიანი გახანგრძლივება აღინიშნება 60-80%-ში. კანის ინვაზიის ხარისხის გარდა, დაავადების პროგნოზზე გავლენას ახდენს სიმსივნის ლოკალიზაცია, მეტასტაზები რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და რიგი სხვა ფაქტორები. მელანომა მეტასტაზირდება კანში, კანქვეშა ქსოვილში, ფილტვებში, ღვიძლში, თავის ტვინში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში.
ლოკალიზებული მელანომის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. რეგიონალურ ლიმფურ კვაძებს ამოკვეთენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გადიდებულია. ადიუვანტური ქიმიოთერაპია მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დისემინირებული მელანომის დროს ნაჩვენებია ქიმიოთერაპია, ამასთან სიმსივნური წარმონაქმნის რეგრესია აღინიშნება ავადმყოფთა 20-40%-ში. ქიმიოთერაპიის კურსებს შორის ინტერვალი 4 კვირაა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1597 times by 877 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka