ლალი დათეშიძე
ამ ჯგუფში შედის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ვითარდებიან ენაზე, ლოყების ლორწოვან გარსში, პირის ღრუს ფსკერზე, ზედა და ქვედა ყბების ალვეოლურ კიდეებზე, მაგარ და რბილ სასაზე, სასის წინა რკალებზე. ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი ჰისტოლოგიური ვარიანტია ბტყელუჯრედოვანი გარქოვანებული კიბო. ამ ლოკალიზაციის სიმსივნეები ხშირია მამაკაცებში. სიმსივნისწინა პროცესებია: ბოუემის დაავადება, ლეიკოპლაკია, პაპილომატოზი, წითელი მგლურას შედეგები.
კლინიკური სურათი. პირველი კლინიკური გამოვლინებებია-უმტკივნეულო კვანძები, ზედაპირული ეროზიები და ნახეთქები, რომლებიც თანდათანობით დიდდება. შემდეგში წარმოიქმნება ტკივილი ყურში ირადიაციით, სალივაცია, სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირიდან. პირის ღრუს უკანა ნახევრის ლორწოვანი გარსის კიბო მიმდინარეობს უფრო ავთვისებიანად, სწარაფად ინფილტრირებს მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. სიმსივნეს შესაძლოა ჰქონდეს ეგზოფიტური (წყლულები სიმსივნური რგოლით კიდეებზე ან სოკოსებრი წანაზარდები) ან ენდოფიტური ფორმა (ინფილტრატები, რომელთა საზღვრების დადგენა რთულია). პირის ღრუს ლორწოვანის კიბოს დროს მეტასტაზები ვიათარდება კისრის ზედაპირულ და ღრმა ლიმფურ კვანძებში. ცალკეული მეტასტაზები გვხვდება შემთხვევათა 1-2%-ში.
მკურნალობა ორ ეტაპად იყოფა: ზემოქმედება პირველად სიმსივნეზე და რეგიონალური მეტასტაზების მკურნალობა. მკურნალობა კომბინირებულია. თავდაპირველად ატარებენ ოპერაციისწინა გამათერაპიას, სიმსივნის შემდგომი ამოკვეთით. დაავადების გენერალიზებული ფორმების დროს შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების გამოყენება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 896 times by 494 viewers



