ლალი დათეშიძე
პანოფთალმიტი (panophthalmitis) – თვალის ყველა გარსისა და ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. თვალის ეგზოგენური ინფიცირება სტაფილო – , პნევმო – და სტრეპტოკოკებით და სხვა მიკრობებით თვალის ჭრილობებში შეღწევისას და რქოვანას წყლულის გახვრეტის დროს. ძალიან იშვიათად – თვალში ინფექტის შეღწევა სეფსისის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. შესაძლოა წარმოადგენდეს ენდოფტალმიტის გამოსავალს.
სიმპტომები. ძლიერი ტკივილი თვალში და თავში. მკვეთრი ჰიპერემია,
ქუთუთოების შეშუპება და თვალის კაკლის კონიუნქტივის შეშუპება. რქოვანა შეშუპებულია, შემღვრეულია, წინა კამერაში არის ჩირქი, ნეკროზული ქსოვილის ნაწილები; მინისებურ სხეულში – ჩირქოვანი ექსუდატი. დამახასიათებელია მხედველობის სწრაფი და მნიშვნელოვანი დაქვეითება. პროგრესის პროგრესირების დროს ხდება სკლერის პერფორაცია, ჩვეულებრივ ლიმბთან. არაიშვიათად აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სხეულის ტემპერატურის მომატება.
მკურნალობა მაქსიმალურად ინტენსიურია, პრინციპები ისეთივეა, როგორიც ენდოფტალმიტის დროს. დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოცნობისას და დროული აქტიური მკურნალობის დროს ხერხდება თვალის და ნარჩენი მხედველობის შენარჩუნება. თუმცა, ხშირად საჭირო ხდება თვალის ევისცერაცია, ვინაიდან ვითარდება მისი კვდომა და შემდგომი ატროფია. პროფილაქტიკა: თვალის ჭრილობების და სხვა დაავადებების დროული და სწორი მკურნალობა.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
Viewed 960 times by 458 viewers



