სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურული ტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები ხშირად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა და შოკით. ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ძგიდის ჰემატომა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. რბილი ქსოვილების შეშუპება, ცხვირის დეფორმაცია, სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ზედა და ქვედა ქუთუთოებზე. პალპაციით ვლინდება მოტეხილობების კრეპიტაცია. ცხვირის ძვლის მოტეხილობის ადგილის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა. მოტეხილობის ადგილის ანესთეზიის შემდეგ ასწორებენ ძვლებს. რეპოზიის შემდეგ ცხვირში შეაქვთ სტერილური ტამპონი, რომელიც დასვენებულია ვაზელინით. ცხვირიდან სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 497 times by 256 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka