nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ჭიების წინააღმდეგ (ანტიჰელმინთური) მოქმედი მცენარეები და მცენარეული ნაკრებები

1.
ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილების ფხვნილი
მაღალი კულმუხოს ფესვის ფხვნილი
მოცვის ნაყოფები
5 გრ.
5 გრ.
5 გრ.
აღნიშნული რაოდენობის მცენარეული ნარევისაგან მომზადებული ფხვნილი გავყოთ ორ ნაწილად.ნახევარი დავლიოთ დილით უზმოზე, ხოლო მეორე ნახევარი კი – ორი საათის ინტერვალის შემდეგ.(გამოიყენება ასკარიდოზის დროს).
2.
სათესი ნივრის ბოლქვები 5 გრ. 5-10 გრამი გახეხილი ნიორი გავხსნათ 1/4 ლიტრ წყალში და გამოვიყენოთ ოყნის სახით.
3.
ჩვეულებრივი გოგრის თესლები
ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილები
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი
30 გრ.
30 გრ.
30 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, შევაგრილოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში.(გამოიყენება ტენიიდოზის დროს)

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka