ენდოკარდიუმი – (endocardium ბერძნ.endon – შიგნით და cardia – გული) გულის შიგა გარსი, რომელიც ამოფენს გულის კამერას, მის სარქველებს, დვრილებს, კუნთებსა და მყესოვან კონებს. შედგება ბაზალურ მემბრანაზე განლაგებული ენდოთელიუმის ფენისაგან, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და მცირერიცხოვანი ვარსკვლავისებრი ფორმის გლუვი მიოციტებისაგან. იკვებება დიფუზურად გულის კამერაში არსებული სისხლის ხარჯზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) ენდოკარდი – გულის შიგნითა გარსი, რომელიც ამოფენს მის ღრუს. ენდოკარდის ნაოჭებიდან წარმოიქმნება გულის სარქვლები.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი