ლაგოფთალმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლაგოფთალმი – (თვალის დაავ.) ქუთუთოების დახუჭვის შეუძლებლობა. ეტიოლოგია. სახის ნერვის ტოტების დამბლა, რომლებიც აინერვირებენ ქუთუთოების წრიულ კუნთებს; დაავადება ვლინდება გრიპის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების შემდეგ; ეგზოფთალმის, ქუთუთოების თანდაყოლილი სიმოკლის, მათი ნაწიბუროვანი ამობრუნების დროს. სიმპტომები. თვალის ნაპრალი ღიაა ძილის დროსაც და იმ დროსაც კი როცა ავადმყოფს მისი დახუჭვის სურვილი აქვს. ქვედა ქუთუთო ჩამორჩება თვალბუდეს, აღინიშნება ცრემლდენა. რქოვანას და კონიუნქტივის ღია ნაწილი შრება, ვითარდება ქრონიკული კონიუნქტივიტი და კერატიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა