ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
რესპირაციული ეპითელიოციტი – სასუნთქი უჯრედი / ალვეოლოციტი პირველი ტიპის / (epitheliocytus respiratorius ბერძნ. epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი; ლათ.respiratorius – სასუნთქი) – ფილტვის რესპირაციული ალვეოლური უჯრედები(cellula respiratoria – alveolocytus) არასწორი ფორმის თავისუფალ ზედაპირზე მოკლე ციტოპლაზმური გამონაზარდებით. ალვეოლოციტების უბირთვო ნაწილებს უშუალოდ ეხება სისხლის კაპილართა ენდოთელური უჯრედების უბირთვო ნაწილები. მათი ბაზალური მემბრანები უახლოვდება ერთმანეთს და მონაწილეობენ აეროჰემანტური ბარიერის ჩამოყალიბებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა