რიბონუკლეინის მჟავები (რნმ)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რიბონუკლეინის მჟავები (რნმ) – ფოსფორშემცველი ბიოპოლიმერები, რომლებიც გავრცელებული არიან ცოცხალ ბუნებაში და წარმოადგენენ ყველა მიკროორგანიზმის, მცენარეული და ცხოველური უჯრედის, ასევე ვირუსების განუყოფელ კომპონენტს. რნმ წარმოადგენს ცოცხალ ბუნებაში ცნობილი ნუკლეინის მჟავების ორი ცნობილი ტიპიდან ერთ  –  ერთს. რნმ – ის ბიოლოგიური ფუნქცია უკავშირდება მის ცენტრალურ როლს გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციაში, რომელიც წარმოადგენს თითოეული ცოცხალი ორგანიზმის ყველა ნიშან – თვისების განვითარების უნიკალურ პროგრამას. მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებლები უმრავლეს შემთხვევაში არიან დნმ – ის მოლეკულები, თუმცა რნმ – ს ასევე შეუძლია შეასრულოს ანალოგიური როლი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა