სისხლის შემცვლელი სითხეები

სისხლის შემცვლელი სითხეები – –  პლაზმის შემცვლელი სითხეები, სამკურნალო საშუალებანი, რომელთაც იყენებენ სისხლის გადასხმის მაგივრად ან კონსერვირებული სისხლის განსაზავებლად. იხმარება შოკის, სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის, დამწვრობის, ანემიის ჩირქოვან – სეპტიკური დაავადებებისა და სხვ. დროს. მოქმედების მიხედვით განარჩევენ: ჰემოდინამიკური მოქმედების ხსნარებს (პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი, ჟელატინოლი), რომლებსაც იყენებენ მწვავე სისხლდენისა და შოკის (ტრავმული, დამწვრობითი, ოპერაციული) დროს; სისხლის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაკარგვისას სისხლის შემცვლელ სითხეებთან ერთად ავადმყოფს უსხამენ გარკვეული რაოდენობით სისხლს ან ერითროციტულ მასას; სადეზინტოქსიკაციო ხსნარებს (ჰემოდეზი, პერისტონი, ნეოკომპენსანი) იყენებენ ეგზოგენური და ენდოგენური ტოქსინების შესაბოჭად და ორგანიზმიდან გამოსაყოფად; პარენრერალურ საკვებ ხსნარებს (ცილოვანი – ჰიდროლიზინი, კაზეინის ჰიდროლიზატი, ამინოზოლი, მორიამინი; ცხიმოვანი  –  – ინტრალიპიდი, ლიპოფუნდინი; ნახშირწყლოვანი  –  სორბიტოლი, გლუკოზის ხსნარი) იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმი ჩვეულებრივი გზით ვერ ღებულობს საკ

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი