სურფაქტანტი (ანტიატელექტაზური ფაქტორი)

სურფაქტანტი (ანტიატელექტაზური ფაქტორი) – ლიპიდურ – ცილოვან – ნახშირწყლოვანი ბუნების ნივთიერება, რომელიც აპკის სახით მოთავსებულია ალვეოლებში ჰაერისა და სითხის გაყოფის საზღვარზე და არეგულირებს ზედაპირულ დაჭიმულობას მათი მოცულობის ცვლილებებისას; ძირითადი ფიზიოლოგიური როლი მდგომარეობს ფილტვების ალვეოლარული სტრუქტურის შენარჩუნებაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი