ჰიპოპლაზია

ჰიპოპლაზია – 1. (hypoplasis ბერძნ. hypo  –  ქვეშ, ქვევით და plasis  –  წარმოქმნა)  –  უჯრედების არასრული განვითარება ჰისტოგენეზის ნორმალური მიმდინარეობის დარღვევასთან დაკავშირებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

2.  განვითარების ანომალიის საერთო სახელწოდება, რომელიც მდგომარეობს ორგანოს, სხეულის ნაწილისა და მთლიანი ორგანიზმის განუვითარებლობაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი