ადენოლეიკოდისტროფია

ლალი დათეშიძე

ადენოლეიკოდისტროფია – დემიელინიზირებადი მემკვიდრეობითი დაავადება. ბავშვებში ვლინდება ჭკუასუსტობის თანდათანობითი განვითარებით, მხედველობის ნერვის ატროფიით, დამბლით, ატაქსიით, მეტყველებისა და ყლაპვის დარღვევებით, სმენის დაქვეითებით, ეპილეფსური შეტევებით, ზოგჯერ პოლინევროპათიისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნებით. რამდენიმე წლის განმავლობაში ავადმყოფი მიჯაჭვულია საწოლზე, შემდეგ კი იღუპება. მკურნალობა უპირატესად სიმპტომურია. ადრეულ სტადიაზე ეფექტურია ძვლის ტვინის ტრანსპლანტანცია.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები