ღორის გრიპი

რა არის ღორის გრიპი?

ღორის გრიპი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მწვავე კონტაგიოზურ ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს გრიპის ერთ-ერთი გამომწვევი. დაავადება ხასიათდება ავადობის მაღალი და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით (1-4 %). ვირუსი ღორებს შორის ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტით, ვირუსის მტარებელი ღორების მიერ. დაავადების გავრცელება ღორებს შორის მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ბევრ ქვეყანაში ღორებს უტარებენ ღორის გრიპის საწინააღმდეგო აცრებს.
ღორის გრიპის გამომწვევს წარმოადგენს H1N1 ქვეტიპის ვირუსი, თუმცა იმავდროულად ღორის ორგანიზმში ცირკულირებს ვირუსის სხვა ქვეტიპებიც (მაგ: H1N2, H3N1, H3N2). ღორები შეიძლება დასნებოვნებული იყვნენ ფრინველის ან ადამიანის სეზონური გრიპის გამომწვევი სხვა ვირუსებით.. ვინაიდან ღორის ორგანიზმში ხშირად ერთდროულად არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, ხდება მათი გენების “შერევა” და წარმოიქმნება ე.წ “რეასსორტანტ” ვირუსი. როგორც წესი, ღორის ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ღორებს შორის, თუმცა ხანდახან ხდება ვირუსის გავრცელება ადამინზე.

რა გავლენას ახდენს “ღორის გრიპი” ადამიანის ჯანმრთელობაზე?

აღნიშნულია ადამიანთა შორის ღორის გრიპის, როგორც სპორადული შემთხვევები, ისე აფეთქებები.

ღორის გრიპიჩვეულებრივ. დაავადების კლინიკური ნიშნები/სიმპტომები იგივეა, რაც ადამიანის საერთოდ გრიპის დროს, თუმცა სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა შეიძლება ვარირებდეს, უსიმპტომოდ მიმდინარე გრიპიდან მძიმე პნევმონიამდე, რომელიც ხშირად ლეტალობით მთავრდება. ზოგადად, ღორის გრიპი მიმდინარეობს, როგორც სეზონური გრიპი ან სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები და ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, თავის და ყელის ტკივილი, ხველება, გამონადენი ცხვირიდან. ხშირად აღინიშნება ღებინება და დიარეა.
მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები ხშირად რჩებოდა ყურადღების გარეშე და ამიტომ დაავადების ადამიანებს შორის გავრცელების მასშტაბზე ზუსტი ცნობები არ არსებობს.

როგორ ხდება ადამიანების დასნებოვნება?
ჩვეულებრივ, ეპიდემიის დასაწყისში ადამიანები ღორის გრიპით ავადდებიან დაინფიცირებული ღორების მეშვეობით, თუმცა ზოგ შემთხვევაში დაავადებულები არ აფიქსირებდნენ ღორებთან ან სხვა ცხოველებთან კონტაქტში ყოფნას.

უსაფრთხოა ღორის ხორცის ან ღორის პროდუქტების საკვებად გამოყენება ?

დიახ. ადამიანებში გრიპის გავრცელება ჯეროვნად მომზადებული და თერმულად დამუშავებული ღორის პროდუქტების მიღების შედეგად არ გამოვლენილა, ვინაიდან 160°F/70°C –ზე და საკვების მომზადების სხვა წესების დაცვის შემთხვევაში ვირუსი კვდება.

რომელ ქვეყნებში გამოვლინდა “ღორის ვირუსის” აფეთქება?
ღორის გრიპი არ არის რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის საერთაშორისო სტრუქტურებში. (OIE, www.oie.int), აქედან გამომდინარე ცხოველებში ვირუსის გავრცელების შესახებ საერთაშორისო დონეზე ცნობები არ მოიპოვება. დაავადება აშშ-ში მოიაზრება, როგორც ენდემური. ასევე ცნობილია დაავადების გამოვლენის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეცია, იტალია), აფრიკაში (კენია) და აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიაში.

არის თუ არა პანდემიის რისკი?
მტკიცდება, რომ ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია იმუნიტეტი ღორის გრიპის ვირუსის მიმართ. ვირუსის გადასვლა ადამიანიდან ადამიანზე, შეიძლება გახდეს პანდემიის მიზეზი. პანდემიის წინასწარ განჭვრეტა მეტად რთულია, რადგან დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.-ვირუსის ვირულენტობაზე, ადამიანის იმუნიტეტზე, ჯვარედინი დაცვის მექანიზმებზე, რაც ხორციელდება იმ ანტისხეულების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სეზონური გრიპის წინააღმდეგ.

არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებისთვის?
ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ-ჯერობით არ არსებობს ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) – თვის მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლბა მეტი ვირუსი, რათა მოხდეს ღორის გრიპის ვაქცინის შექმნისთვის შესაბამისი ვირუსის შერჩევა. ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობენ გამოცდილი ექსპერტების ჯგუფები. შავარაუდოდ პროცესი 4-6 თვეს გასტანს.

შეაჩერებს A (H1N1) ვაქცინა დაავადების პანდემიას?

ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალებაა ადამიანის დაცვისთვის პანდემიისგან. ინფექციისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს წარმოადგენს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვა.

რა სამკურნალო საშუალებები მოიპოვება? (რა წამლებია ხელმისაწვდომი მკურნალობის მიზნით??)

არსებობს სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატი. ისინი წარმატებით გამოიყენება დაავადების მკურნალობისათვის. ეს სამკუნალო საშუალებები მოიცავს 2 ჯგუფის პრეპარატებს: 1. ადამანტანეს (ამანტადინი და რემანტადინი) და 2. ინფლუენცა ვირუსის ნეიროამინიდაზების ინჰიბიტორები (ოსელტამივირი და ზანამივირი). ღორის გრიპის შემთხვევების დროს, სრული გამოჯანმრთელება შეიზლება მოხეს ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გარეშე. აშშ-ში ამ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ღორის გრიპის შემთხვევების დროს, გამომწვევები მგრძნობიარენი იყვნენ ოსელატმივირის და ზანამივირის (ოსელატმივირ ანდ ზანამივირ), ხოლო რეზისტენტულები ამანტადინის და რემანტადინის მიმართ (ამანტადინე ანდ რემანტადინე). ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შემუშავდეს რეკომენდაციები ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებაზე ღორის გრიპის მკურნალობის მიზნით. კლინიცისტებს გადაწყვეტილებების მიღება უწევთ კლინიკური გამოვლინებებსა და ეპიდემიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით.
ღორის გრიპის ვირუსის მიმდინარე აფეთქბეის დროს აშშ-ში და მექსიკაში ეროვნული და ადგილობრივი სტრუქტურები რეკომენდაციას უწევენ ოსელატმივირის და ზანამივირის (ოსელატმივირ ანდ ზანამივირ)-ის გამოყენებას, მათ მიმართ ვირუსის მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით.

როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?
გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

1. პირის დაფარვა ცემინების და ხველების დროს, ნიღბის, ერთჯერადი გამოყენების ქსოვილის, ცხვირსახოცის ან ისეთი ნაჭრის მეშვეობით, რომელიც ადვილად ირეცხება. ვინაიდან ღორის გრიპი ყველაზე მეტად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, საუბრის, ხველების და ცემინების დროს ჰაერში გამოყოფილი წვეთების მეშვეობით. ამავე დროს, ვირუსის გამძლეობა გარემოში საკმაოდ მაღალია და შესაძლებელია მისი გავრცელება ცემინების დროს ან დაბინძურებული ხელებით;

2. ხელების ხშირად დაბანა – მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების გავრცელებას, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გარდა ჰაერ-წვეთოვანი გზისა, დაბინძურებულ საგნებთან შეხებითაც გადადის;

3. დისტანციის შენარჩუნება
• თავი უნდა ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს;
• შევზღუდოთ მოგზაურობა;
4. დაავადებული ადამიანების განცალკევება
• დაავადებული უნდა იმყოფებოდეს ცალკე ოთახში
• ოჯახის მხოლოდ ერთმა წევრმა უნდა იზრუნოს ავადმყოფზე
• სასურველია ავადმყოფს მოუაროს ადამიანმა, რომელმაც ახლო წარსულში იავადმყოფა გრიპის ვირუსით. არ შეიძლება მოვლა დაევალოს ორსულ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს ან ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა შიდსი ან ტუბერკულოზი.
• ავადმყოფმა ისევე, როგორც მომვლელმა, უნდა გამოიყენონ ნიღბები, ასევე ყველა ადამიანმა უნდა ჩაიცვას ნიღაბი დაავადებულთან, თუნდაც ერთი მეტრის დისტანციაზე ყოფნის დროს.
• არ შეიძლება ავადმყოფის კბილის ჯაგრისის, პირსახოცის, თეთრეულის, ჭურჭლის და სხვა ნივთების გამოყენება
• სასურველია ოთახის ხშირი განიავება
• საჭიროა ავადმყოფის ტანსაცმლის, თეთრეულის, ჭურჭლის და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნების სპეციალური სარეცხი საშუალებებით ხშირი გარეცხვა
• ავადმყოფი უნდა მოერიდოს გარშემომყოფებთან კონტაქტს საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.
2009 წლის 12 ივნისისთვის WHO-ს მიერ მოწოდებული მონაცემები:
• 11 ივნისს, WHO-მ დაადასტურა პანდემიის გადასვლა მე-6 ფაზაში, რადგან H1N1 ცირკულირებს ადამიანის ორგანიზმში და დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. ამავდროულად დაავადება გავრცელდა 74 ქვეყანაში.
• 12 ივნისისთვის ვირუსის გამოვლენის 29.669 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევებიდან 145 სიკვდილით დამთავრდა.
• შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება მოგზაურობას, განსაკუთრებით მოგზაურობას მექსიკასა და აშშ-ში.
• ევროპის ქვეყნებში, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შემთხვევათა უმეტესობა გამოვლინდა 20-29 წლის ახალგაზრდებში, მათშორის პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებსა და ორსულებში.
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) არ მიიჩნევს აუცილებლად მოგზაურობის აკრძალვას ან საზღვრების დაკეტვას, თუმცა დაავადებულ ადამიანებს ურჩევენ გადადონ მგზავრობა.
• სწორად, საკვების მომზადების სათანადო წესების დავით მომზადებული ღორის ხორცი არ ქმნის დაავადების გავრცელების საფრთხეს.
• შემუშავებულ და გამოშვებულ იქნა სახელმძღვანელო ექიმებსთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადების ამოცნობა და მისი მკურნალობა არსებული ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.
• “ნოვარტის”-მა შექმნა H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც მზადაა პრე-კლინიკური გამოკვლევისთვის.
• პირველი ვაქცინა გაყიდვაში გამოვა აგვისტოში
გარკვეული მონაცემები A(H1N1) –ს შესახებ:
• აქამდე, გრიპის შემთხვევები გამოვლინდა ახალგაზრდებში-60 წელს ქვემოთ; საშუალო ასაკი – 20 წელი;
• შესაძლო მიზეზები:
o უმეტესი შემთხვევები გამოვლინდა ახალგაზრდებში, მოგზაურობის შემდეგ;
o ასაკოვანი ადამიანების ორგანიზმში შეიძლება იყოს წარსულში გადატანილი ინფექციების დროს გამომუშავებული ანტისხეულები, რომლებიც განაპირობებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას;
o დაავადება უფრო ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად. (მიზეზები უცნობია)
o ღორის გრიპით უფრო ადრე ავადდებიან ახალგაზრდები, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები;
• ღორის გრიპის და დამიანის სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები:
o ქალები და მამაკაცები თანაბრად ავადდებიან;
o ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-5 დღეს.
• დაავადების ნიშნები მსუბუქი და მძიმე შემთხვევების დროს:
o მსუბუქი შემთხვევები გამოვლინდება სეზონური გრიპის სიმპტომებით-ტემპერატურის მომატება, ხველება, თავისა და ყელის ტკივილი;
o მძიმე შემთხვევების დროს (მექსიკა და აშშ) დაავადება გამოვლინდება პნევმონიის ან სასუნთქი სისტემის სხვა მძიმე დაავადებით.
• რამოდენიმე მედიცინის მუშაკს აღმოაჩნდა ღორის გრიპი, თუმცა სად მოხდა მათი დაინფიცირება არ არის დაზუსტებული.
• დაავადების გამომწვევი სხვადასხვა შემთხვევბის დროს, ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიუხედავად იყო ერთიდაიგივე, რომელიც ხასიათდებოდა მაღალი მგრძნობელობით ოსელტამივირ და ზანამივირის მიმართ.

2009 წლის 12 ივნისისთვის სხვადასხვა ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევები:
არგენტინა (343), ავსტრალია (1307), ავსტრია (7), ბაჰამას (1), ბაჰრაინი (1), ბარბადოსი (3), ბელგია (14), ბოლივია (5), ბრაზილია (52), ბულგარიეთი (2), კანადა (2,978), კაიმანის კუნძულები (2), ჩილე (1,694), ჩინეთი (188), კოსტა რიკა (104), კოლუმბია (35), კუბა (6), კვიპროსი (1), ჩეხეთის რესპუბლიკა (4), დანია (11), დომინიკა (1), დომინიკის რესპუბლიკა (91), ეკვადორი (67), ეგვიპტე (10), ელ სალვადორი (69), ესტონეთი (4), ფინლანდია (4), საფრანგეთი (73), გერმანია (95), საბერძნეთი (7), გვატემალა (74), დონდურასი (89), უნგარეთი (4), ისლანდია (4), ინდოეთი (9), ირლანდია (12), ისრაელი (68), იტალია (56), იამაიკა (11), იაპონია (549), კუვეითი (18), ლებანონი (8), ლუქსემბურგი (1), მალაისია (5), მექსიკა (6,241), ნიდერლანდები (10), ახალი ზელანდია (27), ნიკარაგუა (56), ნორვეგია (13), პანამა (221), პარაგვაი (25), ფილიპპინები (77), პერუ (79), ფილიპინები (16), ჰოლანდია (7), პორტუგალია (2), კორეის რესპუბლიკა (53), რუმინეთი (11), რუსეთი (3), შაუდის არაბეთი (1), სინგაპური (18), სლოვაკეთი (3), ესპანეთი (488), შვედეთი (19), შვეიცარია (20), ტაილანდი (8), ტრინიდადი და ტობაგო (4), თურქეთი (10), უკრაინა (1), არაბეთის გაერთიანებული ემირატები (1), დიდი ბრიტანეთი (822), აშშ (13,217), ურუგვაი (36), ვენესუელა (25), ვიეტნამი (23).
ახლად გამოვლენილი ქვეყნები: უკრაინა (1),
WHO-ს მონაცემებიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის სამდნივნო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ვირუსის პანდემიის და აფეთქების ახალი ტალღის შემთხვევაში რეაგირების გეგმის შემუშავებაზე. ამასთან, ევროპის ზონის ოფისი მოუწოდებს ყვლა ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას, შეინარჩუნოს სიმშვიდე, აქტიურად იყოს ჩაეთული ადგილობრივად, ქვეყნის დონეზე მიმდინარე პროცესებში, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებასთან და მუდმივად გაუზიაროს სიაახლეები სხვა ქვეყნების ეროვნულ საზოგადოებასა და ევროპის ზონის ოფისს.

აღებულია საქართველოს წიტელი ჯვრის საზოგადოების საიტიდან http:// www. Redcross .ge/ pig_flu