Category Archives: მედი

პროსტატის კიბო

პროსტატის კიბოს რისკის შეფასება

ეროვნულ სკრინინგ ცენტრი ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით, პროსტატის კიბოს რისკის მართვის (შეფასების)  პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია თბილისში რეგისტრირებული, 45-დან 70 წლამდე მამაკაცისთვის. თუ ეკუთვნით ამ ასაკობრივ ჯგუფს, დარეკეთ ნომრებზე: 20 35 35.

Read More

რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ

რა პრინციპით ხორციელდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია PAP ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს ყოველგვარი კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით

Read More

ძუძუს კიბოს სკრინინგი

ძუძუს კიბოს სკრინინგი რა პრინციპით ხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი? ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის   დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება. ეს მეტად ხანმოკლე პროცედურაა. რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი? ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი

Read More

სკრინინგ-პროგრამა

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. პროგრამა მიზნად ისახავს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა დაცვას ავთვისებიან სიმსივნეთა ადრეული გამოვლენის გზით.

Read More

შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!

შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა! ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, ხოლო მეორეს – საშვილოსნოს ყელის კიბო. უკანასკნელი წლების განმავლობაში დაავადების მკვეთრი გახშირება შეიმჩნევა: საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალი ავადდება, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოთი – დაახლოებით 350. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის

Read More