კვების რეჟიმიკვების სწორ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ორგანიზმისათვის. ოპტიმალურ რეჟიმად ითვლება ოთხჯერადი კვება. ოთხჯერადი კვების დროს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი თანაბრადაა დატვირთული და საკვებიც სრულად გადამუშავდება.
ოთხჯერადი კვების დროს საკვების დღიური მოცულობა დაახლოებით ასე უნდა განაწილდეს:
|
პირველი კვება |
25% |
საუზმე |
|
მეორე კვება |
35%, |
სადილი |
|
მესამე კვება |
15 % |
სამხარი |
|
მეოთხე კვება |
25 %. |
ვახშამი |
არ არის რეკომენდირებული დაწოლამდე 3 საათით უგვიანეს ჭამა.
სამწუხაროდ, დღეში ოთხჯერ კვებას ცოტა თუ ახერხებს. ადამიანთა უმეტესობა დღეში 3–ჯერ იკვებება. სამჯერადი კვებისას მნიშვნელოვანია კვებათა შორის პერიოდი არ აღემატებოდეს 6 საათს, სასურველია თანაბარი დროის პერიოდებში კვება.
საკვების დღიური მოცულობა ასე უნდა განაწილდეს:
|
პირველი კვება |
30-35% |
საუზმე |
|
მეორე კვება |
35-40%, |
სადილი |
|
მესამე კვება |
25-30% |
ვახშამი |
დღეში ორჯერ კვება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
მნიშვნელოვანია საკვები ყოველიურად ერთი და იგივე დროს მიღება. ეს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის რიტმულობას. ორგანიზმი “იმახსოვრებს” კვების დროს და წინასწარ “ემზადება” საჭმლის გადამუშავებისათვის.
კვების რეჟიმის დაუცველობა ნეგატიურად აისახება მთელ ორგანიზმზე, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას და შესაბამისად, გვევლინება ჭარბი წონის მიზეზად.
იხ. აგრეთვე ენერგეტიკული ბალანსის ცხრილი>>>
მოამზადეს: არჩილ შენგელიამ და მანანა კიკნაძემ
Loading ...
ოთხჯერადი კვების დროს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი თანაბრადაა დატვირთული და საკვებიც სრულად გადამუშავდება.
ოთხჯერადი კვების დროს საკვების დღიური მოცულობა დაახლოებით ასე უნდა განაწილდეს:
Viewed 4693 times by 2849 viewers


