ცილები ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილების უცილობელი ელემენტია. ცილების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება ორგანიზმის ზრდა-განვითარება და რეგენერაცია. ცილები უდიდეს როლს ასრულებენ ფერმენტებისა და ჰორმონების, იმუნიტეტის გამომუშავების პროცესში. მიღებულია ხატოვანი გამოთქმა, რომ ცილები ჩვენი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა. ცილები არის საკვების შეუცვლელი კომპონენტი.
ცილების ნაკლებობისას, განსაკუთრებით თუკი ორგანიზმს აკლია ცხიმები და ნახშირწყლები, ცილები იხარჯება ორგანიზმის მიმდინარე ენერგეტიკული ბალანსის შესავსებად.
აუცილებელია, ორგანიზმმა მიიღოს ცილების საკმარისი რაოდენობა, ანუ დაცულ იქნეს ცილოვანი ბალანსი. ცილების ხანგრძლივი ნაკლებობისას, ვითარდება ცილების უკმარისობა. ეს იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ირღვევა ენდოკრინული სისტემის ფუნქციები, ირღვევა ფერმენტებისა და ჰორმონების გამოყოფა. ცილების ნაკლებობამ შეიძლება მრავალი დაავადება და კოსმეტიკური დეფექტი (მაგალითად თმების ზრდა სახეზე) გამოწვიოს.
ამავე დროს, ზედმეტი ცილებიც უარყოფითად აისახება ჩვენს ორგანიზმზე. ზედმეტი ცილები ერთვება ენერგეტიკულ ბალანში და მათი დაშლის მრავალი პროდუქტი მავნებელია ორგანიზმისათვის. ზედმეტი ცილები ზრდიან ღვიძლისა და თირკმლების დატვირთვას, ცუდად მოქმედებენ გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, აძლიერებენ ლპობის ბაქტერიების მიკროფლორას ნაწლავებში.
ამდენად, აუცილებელია ცილოვანი ბალანსის დაცვაც.
ასევე აუცილებელია დავიცვათ მცენარეული და ცხოველური ცილების ბალანსი. ცხოველურ ცილები შეიცავენ ამიმომჟავების ოპტამალურ თანაფარდობას. მცენარეული მათ არ შეიცავს, გარდა ამისა, ცხოველური ცილები უკეთ გადამუშავდება. მრავალი ავტორი თვლის, რომ ცხოველური ცილების შემცველობა რაციონში 55%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მოამზადეს: არჩილ შენგელიამ და მანანა კიკნაძემ
Viewed 30238 times by 9234 viewers


