მინერალური ნივთიერებები

მინერალური ნივთიერებები

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

მინერალური ნივთიერებები

მინერალური ნივთიერებები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში და ყველა ორგანოსათვის აუცილებელ კომპონენტად გვევლინებიან.   მაგალითად: მინერალური ნივთიერება –კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მინერალური ნივთიერება – რკინა და მინერალური ნივთიერება –მაგნიუმი აუცილებელია ცილების ტრანსპორტირებისათვის, რკინა უზრუნველყოფს გაზების გადატანას სისხლის მიერ და ა.შ.

ჩვენი ორგანიზმი მისთვის საჭირო  მინერალურ ნივთიერებებს  მხოლოდ საკვებიდან ღებულობს. მათ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ, საკვები უნდა შეიცავდეს აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს. ამა თუ  იმ მინერალური ნივთიერების ნაკლებობისას ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. მაგალითად, მინერალური ნივთიერებების  – ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, ქლორის, ბრომის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, მინერალური ნივთიერება – იოდის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას; მინერალური ნივთიერებების სიჭარბეც, თავის მხრივ, მრავალ დარღვევას იწვევს.

მნიშვნელოვანია დავიცვათ თანაფარდობა, როგორც მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობებს შორის, ასევე სხვა საკვებ ელემენტებთან. მაგალითად: კალციუმის ათვისება ორგანიზმის მიერ სწრაფად ქვეითდება, ფოსფორისა და მაგნიუმის უკმაროსობის, აგრეთვე– ცხიმებისა და ცხიმში ხსნად ვიტამინების ნაკლებობის დროს. ფოსფორის, კალციუმისა და მაგნიუმის ოპტიმალურ თანაფარდობად ითვლება:  3:2:1.

მინერალური ნივთიერებებით მდიდარია ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის მრავალი პროდუქტი, მაგრამ მრავალ მცენარეულ საკვებში მინერალური ნივთიერებების თანაფარდობა არაბალანსირებულია. ცხოველურ პროდუქტებში მინერალური ნივთიერებები გაცილებით უკეთაა ბალანსირებული.  მინერალური ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობაა რძე სა და რძის პროდუქტებში.

ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე მოცემულია ცხრილში (მილიგრამებში):

ფოსფორი – მინერალური ნივთიერება 1000-1500
ნატრიუმი – მინერალური ნივთიერება 4000-6000
კალიუმი – მინერალური ნივთიერება 2500-5000
ქლორიდები – მინერალური ნივთიერება 5000-7000
მაგნიუმი – მინერალური ნივთიერება 300-500
რკინა – მინერალური ნივთიერება 15
თუთია – მინერალური ნივთიერება 10-15
მარგანეცი – მინერალური ნივთიერება 5-10
ქრომი – მინერალური ნივთიერება 0,2-0,25
სპილენძი – მინერალური ნივთიერება 2
კობალტი – მინერალური ნივთიერება 0,1-0,2
მოლიბდენი – მინერალური ნივთიერება 0,5
სელენი – მინერალური ნივთიერება 0,5
ფთორიდები – მინერალური ნივთიერება 0,5-1
იოდიდი – მინერალური ნივთიერება 0,1-0,2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში