მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

,,დიეტები”

მინერალური ნივთიერებები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში და ყველა ორგანოსათვის აუცილებელ კომპონენტად გვევლინებიან.  მაგალითად: კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია,  რკინა და მაგნიუმი აუცილებელია ცილების ტრანსპორტირებისათვის, რკინა უზრუნველყოფს გაზების გადატანას სისხლის მიერ და ა.შ.

ჩვენი ორგანიზმი მისთვის საჭირო  მინერალურ ნივთიერებებს   მხოლოდ საკვებიდან ღებულობს. მათ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ, საკვები უნდა შიცავდეს აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს. ამა თუ  იმ მინერალური ნივთიერების ნაკლებობისას ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. მაგალითად, ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, ქლორის, ბრომის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, იოდის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას; მინერალური ნივთიერებების სიჭარბეც, თავის მხრივ, მრავალ დარღვევას იწვევს.

მნიშვნელოვანია დავიცვათ თანაფარდობა, როგორც მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობებს შორის, ასევე სხვა საკვებ ელემენტებთან. მაგალითად: კალციუმის ათვისება ორგანიზმის მიერ სწრაფად ქვეითდება, ფოსფორისა და მაგნიუმის უკმაროსიბის, აგრეთვე– ცხიმებისა და ცხიმში ხსნად ვიტამინების ნაკლებობის დროს. ფოსფორის, კალციუმისა და მაგნიუმის ოპტიმალურ თანაფარდობად ითვლება:  3:2:1.

მინერალური ნივთიერებებით მდიდარია ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის მრავალი პროდუქტი, მაგრამ მრავალ მცენარეულ საკვებში მინერალური ნივთიერებების თანაფარდობა არაბალანსირებულია. ცხოველურ პროდუქტებში მინერალური ნივთიერებები გაცილებით უკეთაა ბალანსირებული.  მინერალური ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობაა რძესა და რძის პროდუქტებში.

ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე მოცემულია ცხრილში (მილიგრამებში):

ფოსფორი

1000-1500

ნატრიუმი

4000-6000

კალიუმი

2500-5000

ქლორიდები

5000-7000

მაგნიუმი

300-500

რკინა

15

თუთია

10-15

მარგანეცი

5-10

ქრომი

0,2-0,25

სპილენძი

2

კობალტი

0,1-0,2

მოლიბდენი

0,5

სელენი

0,5

ფთორიდები

0,5-1

იოდიდი

0,1-0,2

Viewed 24490 times by 9490 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri