აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა – მრგვალი ფორმის, მოთეთრო – რუხი ნადებისა და მკაფიო წითელი ქობის მქონე მტკივნეული ელემენტები. სხეულის ტემპერატურა მატულობს 400 C – მდე. ლიმფური კვნძები გადიდებული, მტკივნეულია. მძიმე ფორმების დროს აფთები ერწყმიან ერთმანეთს, და წყლულდებიან. დაავადება გრძელდება 7 – 14 დღე. იმუნიტეტი არამყარია. მკურნალობა. სალიცილატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები. გამოხატული ზოგადი მოვლენების დროს – ანტიბიოტიკები, ინტერფერონის აპლიკაციები. პირის ღრუს ირიგაცია წყალბადის ზეჟანგით, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 1% – იანი ხსნარით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook