ბაბინსკის რეფლექსი

ბაბინსკის რეფლექსი – ტერფის დიდი თითის გაშლა და დანარჩენი თითების მარაოსებრი გადაშლა ფეხისგულის ხაზოვანი გაღიზიანების დროს. წარმოადგენს ფიზიოლოგიურ რეფლექსს ბავშვებში (2 – 3 წლამდე), ხოლო შედარებით მოზრდილ ასაკში პირამიდული ტრაქტის დაზიანებაზე მიუთითებს. ბაბინსკის რეფლექსი შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, ასევე დროებითი და პერმანენტული. დროებითი აღინიშნება ეპილეფსური გულყრების შემდგომ, ხოლო პერმანენტული – ნიშანია პირამიდული გზის შეუქცავადი ცვლილებებისა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

…..