მონოდიეტების უარყოფითი მხარეები

მონოდიეტების უარყოფითი მხარეები

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ ვარდი

მონოდიეტების უარყოფითი მხარეები

მონოდიეტების არსი არის დაბალკალორიული საკვების მიღება. ამიტომ, ამგვარი დიეტის დაცვა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, მონოდიეტის დაცვის დროს ორგანიზმი ღებულობს მხოლოდ ერთ პროდუქტს, იგი განიცდის მრავალი ელემენტის ნაკლებობას. ამიტომ,  ექიმები გვირჩევენ მონოდიეტა მაქსიმუმ 1 კვირა დავიცვათ. ამგვარ დიეტას აქვს კიდევ ერთი მინუსი. 

ორგანიზმი გადადის ”ეკონომიურ” რეჟიმზე, ეჩვევა დაბალკალორიულ საკვებს და გარკვეული დროის შემდეგ წყვეტს ან ძლიერ ამცირებს ორგანიზმის ცხიმოვანი რესურსების გამოყენებას. შედეგად, გახდომის პროცესი ნელ ტემპში გადადის. ეს დამატებითი არგუმენტია იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მონოდიეტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაცვა.

მონოდიეტა უკუნაჩვენებია, თუკი ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ; განსაკუთრებით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების, ანემიის, დისტონიის, დიაბეტის დროს. მონოდიეტა დაუშვებელია ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის.

მონოდიეტების უარყოფითი მხარეებიმონოდიეტის დროს შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები: გასტრიტის გართულება, მეტეორიზმი, თირკმლებზე მედმეტი დატვირთვა, ნაღვლის გასქელება,  კენჭების დაძვრა. რამდენადაც მონოდიეტის დაცვისას ორგანიზმი ნაკლები რაოდენობით ღებულობს ვიტამინებს, შეიძლება გაურესდეს კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობა.

თუკი გსურთ დაიცვათ მონოდიეტა გართულებების გარეშე, სწორად შეარჩიეთ პროდუქტი – ვიტამინებით მდიდარი და ამავე დროს, დაბალკალორიული პროდუქტი. დიეტის დათავრების შემდეგ ზომიერად უნდა იკვებოთ. მონოდიეტის 2–3 დღეზე მეტი ხნით დაცვა, ჯანმრთელი ორგანიზმისთვისაც კი, დაუშვებელია.

იმის გასარკვევად, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ერთი და იგივე პროდუქტით რამდენიმე დღის განმავლობაში კვებამ, ქვემოთ მოცემულია მოკლე ანალიზი.

ბრინჯი

ბრინჯის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის გასქელება და შედეგად ქვების გაჩენა ნაღვლის ბუშტში. ცილების ნაკლებობა იწვევს ჰემოგლობინის შემცირებას სისხლში. ბრინჯში ვიტამინები ცოტაა. ქიმიური ვიტამინური პრეპარატების მიღება შეიძლება, მაგრამ ისინი აძლიერებენ მადას და, შედგად, შიმშილის გრძნობას.

ხაჭო

 ხაჭო დიდი ცილოვანი დატვირთვაა. მისი ჭარბი რაოდენობით მიღება არღვევს ორგანიზმში კალციუმის ცვლას. თუკი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, ცილების ცუდად შეწოვის გამო, ცუდად შეიწოვება კალციუმიც, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

კეფირი, მაწონი

 ნახშირწყლების ნაკლებობა. კეფირის (მაწვნის) ზედმეტმა  მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის პერისტალტიკის მოშლა, შედეგად ყაბზობა, ან პირიქით – ფაღარათი.

მცენარეული ზეთი

 მცენარეული ზეთის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვების გაჩენა საშარდე სისტემაში. ზოგჯერ მცენარეულ ზეთებს სვამენ ”ნაწლავების გასაწმენდად”. ამ დროს დიდი სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო….

ბროწეული

დღეში 1,5 ლიტრი ბროწეულის წვენის მიღება 48%–ით ზრდის თირკმლებში, შარდისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის საშიშროებას. ..

სტაფილო

ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს კანის გაყვითლებას, ე.წ. ”სტაფილოს ჰეპატიტს”.

ვაშლი

ვაშლი ფაქტიურად მხოლოდ ნახშირწყლებია. ცილების არარსებობა საკვებში იწვევს ცვლილებებს ენდოკრინულ სისტემაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაშლის დიეტიზე ყოფნამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის შეწყვეტა. ცილების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გატარებასა, და მთლიანად ნერვულ სისტემაზე. 

საზამთრო

 საზამთროში ცხიმების არარსებობი გამო, ორგანიზმი ვერ შეიწოვს ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ცხიმების ნაკლებობისას ირღვევა უჯრედების აღდგენის პროცესიც….

ბანანი

ბანანის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის შედეგად მატულობს ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში. ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლეის სიჭარბე იწვევს გლუკოზის მომატებას სისხლში და ჰიპერგლიკემიას….

ნედლი ბოსტნეული

 ნედლი ბოსტნეულის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს  ორგანიზმის ფერმენტულ სისტემის გადატვირთვას, ღვიძლისა და პანკრეასის გამოფიტვას

წვენები

ახდენენ მადის სტიმულირებას, აძლიერებენ შიმშილის გრძნობას. უჯრედისის დეფიციტი ცუდად მოქმედებს ნაწლავის ფუნქციაზე, ხოლო წვენებში შემავალი მჟავები აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს….

მშრალი საკვები

სითხის ნაკლებობა იწვევს სისხლის შედედებასა და ზრის თრომბების წარმოქმნის საშიშროებას. სითხის ნაკლებობის გამო თირკმლებიდან რთულდება დაშლის პროდუქტების გამოყოფა.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში

იხილეთ სტატია ”დიეტები და ეკოლოგიურად სუფთა საკვები”; გადასვლა > ,,დიეტები”