ბინსვანგერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბინსვანგერის დაავადება – დაავადება, რომელსაც სააფუძვლად უდევს დიდი ჰემისფეროების სიღრმეებში თეთრი ნივთიერების დიფუზური იშემიური დაზიანება, რაც გამოწვეულია თავის ტვინის წვრილი, პენეტრირებადი არტერიების ათეროსკლეროზით. უმრავლეს შემთხვევაში უვითარდებათ ჰიპერტენზიით დაავადებულებს და წარმოადგენს დისცირკულატორული ჰიპერტონული ენცეფალოპათიის ვარიანტს. კლინიკურად ვლინდება მზარდი დემენციით, სიარულის დარღვევითა და პოსტურალური არამდგრადობით, აკინეტიკურ – რიგიდული სინდრომით, ფსევდობულბური დამბლით, მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევით. დიაგნოსტირება ხდება კომპიუტერული და მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა