ბირდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირდის სინდრომი – სომატური დაავადების ან ნერვული გადაძაბვის ნიადაგზე ჩამოყალიბებული გარდამავალი ხასიათის ”ნერვული სისტემის სისუსტე”. აღინიშნება სისხლის მიმოქცევის მოშლა არტერიული ჰიპო ან ჰიპერტენზიის სახით, დერმოგრაფიული ცვლილებები (სწრაფი ჰიპერემია ან გაფერმკრთალება, ოფლიანობა), ცვლილებები დიგესტიკური ტრაქტის მხრივ (უმადობა, ბოყინი,შეკრულობა ან ფაღარათიანიბა), სქესობრივი ფუნქციის მოშლა, ქუთუთოების, ენისა და ხელების წვრილი ტრემორი, სენსორული დარღვევები, დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება სხეულზე, ტკივილი კიდურებში, მთელ ტანში, კეფაში, ფსიქიკური მოშლილობა (შრომისუნარიანობის დაქვეითება, აგზნებადობა, აფექტური ლაბილობა, გაძნელებული, მშფოთვარე ძილი, ძილიანობა დღისით). [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა