ბირთვული ავარია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირთვული ავარია – მაიონებელი გამოსხივების წყაროს მართვის ან წყაროზე კონტროლის დაკარგვა, გამოწვეული მისი გაუმართავობით, მუშაკის არასწორი მოქმედებით, სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზებით, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია ან რომლებმაც გამოიწვია მოსახლეობის დასხივება დადგენილ ნორმებზე მეტად ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება; აგრეთვე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების უკონტროლო გაბნევა გარემოში, რის შედეგადაც გარემოს რადიაციული ფონის დონემ შეიძლება გადააჭარბოს ან უკვე გადააჭარბა წლიურ დოზურ ზღვარს; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა