ბისექსუალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბისექსუალობა – ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით: 1. იგივეა, რაც ჰერმაფროდიტიზმი 2. სექსოლოგიაში – სქესობრივი ლტოლვა როგორც საპირისპირო, ასევე საკუთარი სქესისადმი. შესაძლოა იყოს გარდამავალი, დროებითი მოვლენა, ზოგჯერ კულტივირდება მიზანმიმართულად – მეტი ,,სიმწვავის”, ,,მრავალფეროვნების” მისაღწევად; 3. ბიოლოგიაში – უნივერსალური ფენომენი, რომელიც დამახასიათებელია ყველა ცოცხალი არსებისათვის, მათ შორის ადამიანისათვის, – ყოველ ორგანიზმში როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სასქესო მონაცემების არსებობა, რომელთა ურთიერთქმედება და თანაფარდობა ონტოგენეზის პროცესში ახდენს ამა თუ იმ სქესის ფორმირებას; 4. ფსიქიატრიაში – ერთ – ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის კონფლიქტურ ბუნებას მთლიანობაში, რაც განაპირობებს ურთიერთგამომრიცხველ ფსიქოსექსუალურ ორინეტაციებთან დაკავშირებულ შიგაფსიქიკურ კონფლიქტებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა