ბრონქების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრონქების უცხო სხეულები – შემთხვევათა 80% – ში ხვდება მარჯვენა ბრონქში, რომელიც წარმოადგენს ტრაქეის თითქმის პირდაპირ გაგრძელებას. დამახასიათებელია ქოშინი და ხველა. თუკი ერთ – ერთი ფილტვი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ ქოშინი არამკვეთრადაა გამოხატული. ერთ – ერთი მთავარი ბრონქის სანათურის სრული ობტურაციის დროს წარმოიქმნება ფილტვის ატელექტაზი. მეორე ფილტვი ფართოვდება ემფიზემატოზურად. ზოგჯერ უცხო სხეულმა შესაძლოა შეასრულოს სარქველის როლი: ჩასუნთქვის დროს ჰაერი თავისუფლად გადის ბრონქში, ხოლო ამოსუნთქვა გაძნელებულია. ასეთ დროს ვითარდება ემფიზემა. დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მკურნალობა. ტრაქეიდან უცხო სხეულის სასწრაფოდ ამოღება; თუკი ეს ვერ ხერხდება, მაშინ მიმართავენ ტრაქეოსტომიას, უცხო სხეულის შემდგომი ამოღებით. ბრონქიდან უცხო სხეულს იღებენ ბრონქოსკოპიის დახმარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა