გამოგონება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამოგონება – ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი ამოცანის ახალი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელსაც აღიარებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იცავს სახელმწიფო. საბჭოთა კანონმდებლობა აღიარებს გამოგონებებს ქვეყნის სახალხო მეურნეობის, სოციალურ – კულტურული ცხოვრების და თავდაცვის ყველა დარგში. გამოგონებად ითვლება აგრეთვე არა წმინდა ტექნიკური ხასიათის ამოცანის გადაწყვეტაც – (მაგ., მიკროორგანიზმების ახალი შტამების გამოყოფა, დაავადებათა მკურნალობის ახალი საშუალებანი); ყოველგვარი გამოგონების ძირითადი ნიშანია მისი სიახლე და არსებითი განსხვავებულობა მანამდე არსებულ გადაწყვეტასთან შედარებით – (აბსოლუტური ანუ მსოფლიო სიახლის პრინციპი). სიახლე მოწმდება პრიორიტეტის თარიღით – უნდა დადგინდეს, რომ გამოგონებათა უწყებაში განაცხადის შესვლის დრომდე ეს გამოგონება არავის არასოდეს არ ჰქონია. სიახლეზე სპეციალური ექსპერტიზის ჩატარებისას მხედველობაში იღებენ ხელმისაწვდომ წყაროებს: ადრე გაცემულ საბჭოთა და უცხოურ საავტორო მოწმობებსა და პატენტებს, გამოგონებებზე შეტანილ განაცხადებს, სამამულო და საზღვარგარეთულ ლიტერატურას და ა. შ. გამოგონების მეორე სავალდებულო ნიშანია მისი დადებითი ეფექტი: მისმა დანერგვამ სარგებლობა უნდა მოიტანოს ე. ი. უნდა დააკმაყოფილოს ადამიანის პრაქტიკული მოთხოვნილება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა