გენტინგტონის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გენტინგტონის დაავადება – თავის ტვინის მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადება, რომლის დროს ზიანდება უპირატესად ზოლიანი სხეული და თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქი. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. ვლინდება 40 – 50 წლის ასაკში პროგრესირებადი ქორეოათეტოზით; მიმდინარეობს გამოხატული ფსიქიკური დარღვევებით (დემენციით, დეპრესიით, ემოციური კონტროლის დარღვევებით და აგრესიით). მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა