დაკვირვება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაკვირვება – გარე სამყაროს მიზანდასახული და ორგანიზებული აღქმა, რომელიც მეცნიერული კვლევის პირველად მასალას იძლევა და შეიძლება იყოს მარტივი და რთული, უშუალო და გაშუალებული, შეერთებული ექსპერიმენტთან. მაგრამ ექსპერიმენტისაგან განსხვავებით დაკვირვების პროცესში გამორიცხულია სუბიექტის ჩვეულებრივი ზემოქმედება ობიექტზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ა. შ. დაკვირვებისას) ეს გარემოება ნაკლად კი არა, ღირსებად ითვლება. დაკვირვება გულისხმობს ხელსაწყო – იარაღების გამოყენების შესაძლებლობას. ამრიგად, იგი ადამიანის გრძნობის ორგანოების ბუნებრივი შეზღუდულობის კომპენსაციას ახდენს. მაგრამ ამასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. მიკროსამყაროს შესწავლისას) აუცილებელი ხდება დამატებით გავითვალისწინოთ ის ,,შეშფოთებანი”, რომლებსაც იწვევს დაკვირვების ობიექტზე ხელსაწყოთა ზემოქმედება. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა