დაყოფის ღარები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაყოფის ღარები – (sulci fussionis) ჩანასახის ზედაპირზე ჩაღრმავებანია, რომლებიც შეესაბამებიან ბლასტომერების დაყოფის სიბრტყეებს. არჩევენ მერიდიანულ, განედურ, ეკვატორულ და ტანგენციურ დაყოფის ღარებს. დაყოფის სიბრტყეების (და ღარების) მიმართულება განპირობებულია კვერცხუჯრედის ციტოპლაზმის აქტიური მასის უპირატესი ლოკალიზაციით (ჰერტვიგის წესები). ტერმინი „დაყოფის ღარები“ შემოიღო კ.ბერმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა