დე ბარსი – მოან – დირკის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დე ბარსი – მოან – დირკის სინდრომი – კანის, თვალის და ტვინის მემკვიდრეობითი ანომალიების შერწყმა: ტანდაბლობა, ოლიგოფრენია, დამახასიათებელი სახე – გამოდრეკილი შუბლი, პატარა პირი, წვრილი ტუჩები, თვალის ფართო ჭრილი, ჰიპერტელორიზმი, ყურის დიდი ნიჟარები, განუვითარებელი დისპლასტიკური ხელის მტევნები და ტერფები, გენერალიზებული კუნთოვანი ჰიპოტონია მყესთა მომატებული რეფლექსებით, მშრალი, გამჭვირვალე, არაელასტიკური კანი. ვითარდება უპირატესად დუნდულებზე, კისერზე, იღლიებში და საზარდულის მიდამოში. თვალის რქოვანა გარსის შემღვრევა, ფიქსაციური ნისტაგმი, პათოლოგიური ელექტროენცეფალოგრამა კეროვანი ნიშნების გარეშე. რენტგენოპნევმოენცეფალოგრაფიისას ვლინდება პარკუჭთა დიფუზური გაფართოება და თავის ტვინის ქერქის ატროფია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა