დისკოები ა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისკოები ა – (disci A; discus anisotropus stria A ბერძნ.an – უარყოფა, isos – ერთნაირი და tropos – მიმართულება) ანიზოტრო­პული დისკოების განივზოლიანი მიოფიბრილების კანონზომიერად განმეორებადი უბნები, რომლებიც ენაცვლებიან ი დისკოებს (იზოტრო­პულ „I” დისკოებს). ა დისკოების ფარგლებში განლაგდება მიოზინური პროტომიოფიბრილები . ანიზოტროპული დისკოების ნივთიერებას აქვს ორმაგი სხივთტეხის უნარი. ამ სტრუქტურების აღსანიშნავად ლიტერატურაში ხმარობენ სხვადასხვა სინონიმს: Q – დისკოებს (გერმ.Querscheibe – დან), განივ დისკოებს, Q – ზოლებს, მუქ დისკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა