დუგლასის სივრცის აბსცესი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დუგლასის სივრცის აბსცესი – უმეტესწილად განპირობებულია პერფორაციული აპენდიციტით, კოლინჯის დივერტიკულის პერფორაციით, იშვიათად იგი წარმოადგენს ნარჩენ ჩირქგროვას პერიტონიტის დიფუზური ფორმების მკურნალობის დროს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩირგროვას არა აქვს უშუალო კონტაქტი მუცლის წინა კედელთან, მუცლის კედლის პალპაციის დროს პათოლოგიური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის გრძნობას, ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილებში, გახშირებულ და მტკივნეულ მოშარდვას, დეფეკაციის გახშირებას ან ფაღარათს ტენეზმებით. თითით რექტალური ან ვაგინალური გამოკვლევის დროს სწორი ნაწლავის წინა კედელზე მოისინჯება მტივნეული ინფილტრატი ცენტრში გარბილებით. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზი ქალის სასქესო სფეროს ანთებით დაავადებებთან. მკურნალობა. ჩირგროვის ტრანსრექტალური ან ტრანსვაგინალური გახსნა და დრენირება. პროგნოზი ერთეული მენჯისმიერი აბსცესის დროს ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა. დუგლას – აბსცესი – (სინ.: დუგლასის სივრცის აბსცესი) ჩირქის შემოფარგლული დაგროვება მუცლის ღრუში, სწორნაწლავ – ბუშტის ჩაღრმავებაში მამაკაცებში და სწორნაწლავ – საშვილოსნოს ჩაღრმავებაში ქალებში; წარმოადგენს შემოსაზღვრული პერიტონიტის ხშირ შემთხვევას, ლოკალიზებულს მცირე მენჯში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა