Tag Archives: დუგლასის

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

დუგლასის სივრცის აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუგლასის სივრცის აბსცესი – უმეტესწილად განპირობებულია პერფორაციული აპენდიციტით, კოლინჯის დივერტიკულის პერფორაციით, იშვიათად იგი წარმოადგენს ნარჩენ ჩირქგროვას პერიტონიტის დიფუზური ფორმების მკურნალობის დროს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩირგროვას არა აქვს უშუალო კონტაქტი მუცლის წინა კედელთან, მუცლის კედლის პალპაციის დროს პათოლოგიური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის გრძნობას,

Read More