პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი. სისხლში აღინიშნება ედს – ის მომატება, ლეიკოციტოზი, თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრა. თანამედროვე (წაშლილი) მიმდინარეობისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაკლებად გამოხატული სიმპტომები და ზოგიერთი მათგანის არარსებობაც კი. ეს ხშირად ართულებს დიაგნოსტიკას. პელვიოპერიტონიტის დროს შესაძლოა განვითარდეს აირების დაგროვება დუგლასის ფოსოს მიდამოში. აბსცესი შეიძლება თვითნებურად გაიხსნას საშოში ან სწორ ნაწლავში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშოსმხრივ გასინჯვას, როდესაც ვლინდება ექსუდატით უკანა ხვრელის გამობერვა. პელვიოპერიტონიტით ავადმყოფები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას, პროცესის გავრცელებულ პერიტონიტში გადასვლის შესაძლებლობის გამო, რომლის დროსაც უკვე საჭირო ხდება სასწრაფი ოპერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა