ემერი – დრეიფუსის კუნთოვანი დისტროფია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ემერი – დრეიფუსის კუნთოვანი დისტროფია – კუნთების დაავადება, რომელიც გადაეცემა X – შეჭიდული რეცესიული ტიპით და ვლინდება ბავშვობის ან მოზარდთა ასაკში მხრის სარტყლისა და ხელის პროქსიმალური ნაწილის კუნთების მზარდი სისუსტით. შემდგომში პროცესში ერთვება მენჯის სარტყლისა და კიდურების დისტალური ნაწილის კუნთები. ხშირად ვითარდება ხელების, კისრის, ტერფების მოხრითი კონტრაქტურები, ხერხემლის რიგიდობა, კასრისებრი გულმკერდი, ვლინდება კარდიოპათია. ინტელექტი შენარჩუნებულია. ახასიათებს ნელი, პროგრესირებადი მიმდინარეობა, ზოგიერთი ავადმყოფები ცოცხლობენ 60 წლამდე. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა