ვირულენტობა

ვირულენტობა – (ლათ. virulentus – შხამიანი), ინფექციური აგენტის (მიკრობის შტამი, ვირუსი და სხვ.) პათოგენურობის (მაავადებელი თვისებების) დონე. ვირულენტობა დამოკიდებულია როგორც ინფექციური აგენტის თვისებებზე, ისე ორგანიზმის მგრძნობელობაზე. ვირულენტობის სიდიდის მაჩვენებელია მიკრობით ან ვირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე, ექსპერიმენტის დროს კი – ცხოველისათვის ინფექციური აგენტის სასიკვდილო დოზა. ვირულენტობას განსაზღვრავს არა მარტო მგრძნობიარე ორგანიზმში მიკრობის შეჭრის, გამრავლებისა და გავრცელების უნარი, არამედ ისიც, რომ ის გამოიმუშავებს შხამიან პროდუქტს – ტოქსინებს. ვირულენტობა არ არის მიკრობის (ვირუსის) სახეობრივი ნიშანი, მისი შეცვლა შეიძლება ხელოვნურად – გათბობით, დასხივებით, ქიმიური და სხვ. ზემოქმედებით, რასაც იყენებენ ცოცხალი ვაქცინის მისაღებად. [“1”]

ვირულენტობა – მიკროორგანიზმის მოცემული შტამის პათოგენობის ხარისხი სტანდარტულ პირობებში, ბუნებრივი ან ხელოვნური დასნებოვნებისას.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook