თვალის და გულის რეფლექსი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვალის და გულის რეფლექსი – წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით. სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა და რქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოებისა და კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმა ნეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას”. მეოთხე ხარისხის დამწვრობა (ძალიან მძიმე დამწვორბა) გამოირჩევა კანის, კონიუნქტივისა და სკლერის გავრცელებული ნეკროზით და რქოვანას ძალიან ღრმა შემღვრევით, რომელიც მოგვაგონებს ,,ფაიფურის ფირფიტას”. ნეკროზული უბნების მოცილების შემდეგ შიშვლდება წყლულოვანი ზედაპირი, რომელიც ხორცდება ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ამოკლებს ლორწოვან გარსს. რქოვანაში რჩება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. მძიმე დამწვრობის დროს წარმოიქმნება შეხორცებები სკლერის კონიუქტივასა და ქუთუთოების კონიუნქტივას შორის (სიმბლეფარონი). დამწვრობა შეიძლება გართულდეს ირიტით, ირიდოციკლიტით, მეორადი გლაუკომით, ხოლო ინიფიცირების დროს – ენდოფტალმიტით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა