კარდიოსკლეროზი

კარდიოსკლეროზი – გულის კუნთისა (მიოკარდიოსკლეროზი) და სარქველების დაზიანება მათში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად, რომლებიც ჩაენაცვლებიან მიოკარდს ან დეფორმირებულ სარქველებს. წარმოადგენს რევმატიზმისა და სხვადასხვა წარმოშობის მიოკარდიტების (მიოკარდული კარდიოსკლეროზი) ან კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის (კორონაროგენული ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი) შედეგს. სხვა წარმოშობის კარდიოსკლეროზის კლინიკური მნიშვნელობა მცირეა (მიოკარდის დისტროფიისა და ჰიპერტროფიის, გულის ტრავმების, მისი სხვა დაავადებების შედეგი). დიაგნოზი. მიოკარდიოსკლეროზის გამოვლინებებია სტაბილური არითმიები და გულის შიგა გამტარობის დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა.

ათეროსკლეროზულმა კარდიოსკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს სარქვლოვანი მანკები მხოლოდ მიტრალური (პაპილარული მანკი) ან აორტული სარქვლის უკმარისობის ფორმით; ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს შესაძლოა წარმოიქმნას სტენოკარდიის შეტევები, ასევე შესაძლოა განვითარდეს გულის ქრონიკული ანევრიზმა. მიმდინარეობა ხშირად ნელა მოპროგრესირეა ძირითადი დაავადების ქრონიკული რეციდიული (რევმატიზმი) ან პროგრესირებადი (ათეროსკლეროზი) ხასიათის გამო.

მკურნალობაში შედის ძირითადი დაავადების მკურნალობა; ცალკეული სინდრომების პათოგენეტიკული თერაპია; ასევე არითმიები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადების, გულის ქრონიკული უკმარისობის  მკურნალობა.

– გულის კუნთის პათოლოგია, რომლის დროსაც კუნთოვანი ქსოვილი, იცვლება შემაერთებელი ქსოვილით. (2)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish