ირიბი დასაბუთება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ირიბი დასაბუთება – ლოგიკური დასაბუთების სახე, რომელიც გამოირჩევა თეზისის დაფუძნების ხერხით. პირდაპირი დასაბუთებისაგან განსხვავებით, ირიბი დასაბუთებისას დასასაბუთებელი თეზისის ჭეშმარიტება მტკიცდება ზოგიერთი დებულების მცდარობის დადგენის გზით. უკანასკნელი ისეა დაკავშირებული დასასაბუთებელ თეზისთან, რომ მათი მცდარობიდან გამომდინარეობს თეზისის ჭეშმარიტება. არსებობს ირიბი დასაბუთების სხვადასხბვა სახე. გაყოფითს ირიბ დასაბუთებაში განიხილება ვარაუდების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ერთობლივად ამოწურავენ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელ ყველა მტკიცებას; დგინდება ყველა წინადადების მცდარობა, გარდა ერთისა, რომლის ჭეშმარიტებაც ამგვარად საბუთდება. ირიბი დასაბუთების სხვა სახეა – აპაგოგიური დასაბუთება (დასაბუთება საწინააღმდეგოს დაშვებით), რომლის დროსაც ანტითეზისის (დასასაბუთებელი თეზისის საწინააღმდეგო მტკიცების) ჭეშმარიტების დასკვებიდან ღებულობენ ლოგიკურ წინააღმდეგობას, და ამის საფუძველზე ასკვნიან თეზისის ჭეშმარიტებას. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა