ლაკუნური ანგინა

ლაკუნური ანგინა

ლაკუნური ანგინის დროს ზოგადი სიმპტომები უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ისევე როგორც ტკივილი ყლაპვის დროს. მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე) დაავადების დასაწყისიდან.

კატარული ანგინის დროს აღწერილ ცვლილებებთან პარალელურად, აღინიშნება მოთეთრო – მოყვითალო ნადებები, რომლებიც გამოდიან ლაკუნებიდან. ნადებები შეიცავენ ადვილად მოცილებად ეპითელურ უჯრედებს, ლეიკოციტებს, მიკრობებს.

ზოგჯერ აღინიშნება ერთიანი ნადები, რომელიც მთლიანად ფარავს ნუშურა ჯირკვლებს, თუმცა დიფთერიისგან განსხვავებით, ის არ სცდება ჯირკვლების საზღვრებს და ადვილად სცილდება მათ. ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა უფრო გამოხატულია, ვიდრე კატარული ანგინის დროს.

დაავადების ხანგრძლივობა 4 – 5 დღე. ანგინა კონტაგიოზურია.


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook